ჩვენს შესახებ

ჩვენ ვართ  შუამავალი პროდუქტის/მომსახურების მიმწოდებელსა და კლიენტს შორის და არ ვართ გამყიდველი ან მყიდველი. ჩვენ არ გვეკუთვნის საიტზე განთავსებული არცერთი ქონება/მომსახურება და არ ვფლობთ დამატებით ინფორმაციას მათ შესახებ, ჩვენ ასევე არ ვაგებთ პასუხ სარეკლამო განცხადებაში მითითებული ინფორმაციის სიზუსტეზე, უსაფრთხოებაზე და არ ვართ პასუხისმგებელი პროდუქციის ან მომსახურების  აღწერასთან შესაბამისობაზე. ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მარტივად დავაკავშიროთ ავეჯის პროდუქტის ან მომსახურების გამყიდველი და მყიდველი ერთმანეთს, ავეჯის შეძენის მსურველებს შევუქმნათ კომფორტული პირობები, რათა სახლიდან გაუსვლელად შეძლონ ხალისით იმოგზაურონ ავეჯის ინდუსტრიის უსაზღვრო სფეროში, მუდამ იყვნენ სიახლეების ძიებაში.

ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი კომპანიის წარმატება გვსურს გახდეს ავეჯის სფეროში დასაქმებული სხვა კომპანიების წინსვლისა და განვითარების თანამონაწილე, ვინაიდან  ავეჯის მწარმოებელი კომპანიების უმეტესობა საქართველოში საშუალო და მცირე ზომისაა.  აღნიშნულ სფეროში ჩატარებული კვლევები ცხადყოფს რომ არსებული საწარმოები ყოველწლიურად ვერ აფართოებენ/აუმჯობესებენ წარმოებას და ახალი, რეგისტრირებული, საწარმოების რიცხვიც წლიდან წლამდე უწყვეტად არ იზრდება, თუმცა დარგს აქვს განვითარების პოტენციალი მომავალში, როგორც ადგილობრივ ასევე საექსპორტო ბაზრებზე.

ჩვენ მოხარული ვიქნებით თუ კი შევძლებთ ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ ამ მეტად მნიშვნელოვანი დარგის განვითარებაში.