საიტის მოხმარების წესები

ვებგვერდის სამომხმარებლო შეთანხმება

ვებგვერდი www.avjiplus.ge წარმოადგენს ინდ. მეწარმე „რეზო მიქავა“-ს (პირადი ნომერი 62004006356) კუთვნილებას და იმართება მის მიერ. თუ თქვენთვის ხელმისაწვდომია ამ საიტზე ავტორიზაცია, საკუთარი გვერდის დამოუკიდებელი მართვა, საკონტაქტო ინფორმაციის, ფოტოების და კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის დამატება, ესე იგი თქვენ ეთანხმებით ჩემი ვებგვერდის წესებს. თუ თქვენ არ ეთანხმებით ჩემს მიერ შემოთავაზებულ ხელშეკრულების პირობებს, თქვენ ვერ ისარგებლებთ ჩემი საიტის მომსახურეობით.

ტერმინთა განმარტებები:

 „საიტი“ და „ვებგვერდი“ – ინდ. მეწარმე „რეზო მიქავა“-ს მფლობელობაში არსებული ვებ გვერდი www.avejiplus.ge;

„ადმინისტრაცია“ – საიტის მმართველი კომპანია ან/და მისი წარმომადგენელი;

 „განცხადება“ – საიტზე რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ განთავსებული ინფორმაცია მისი პროდუქციის ან/და მომსახურების შესახებ.

 1. შეთანხმების ძირითადი პირობები:

 1.1 საიტი არის შუამავალი პროდუქტის/მომსახურების მიმწოდებელსა და კლიენტს შორის და არ არის გამყიდველი ან მყიდველი;

1.2. საიტის მფლობელს (ადმინისტრაციას) არ ეკუთვნის საიტზე განთავსებული არცერთი ქონება/მომსახურება და არ ფლობს დამატებით ინფორმაციას მათ შესახებ;

1.3. განცხადებაში მითითებული ინფორმაციის სიზუსტეზე, უსაფრთხოებაზე და აღწერასთან შესაბამისობაზე პასუხისმგებელი არ არის საიტის ამფლობელი (ადმინისტრაცია);

1.4. ნებისმიერი ფიზიკურ პირს ან კომპანიის ხელმძღვანელ/უფლებამოსილ პირს შეუძლია დარეგისტრირდეს და დაამატოს საიტზე დეტალური ინფორმაცია შესაბამის კატეგორიაში ერთი კალენდარული დღის განმავლობაში მხოლოდ ერთი პოსტი.

 2. მომხმარებლის ვალდებულებები:

 2.1 მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას ვებ-გვერდის მოხმარების წესები და პირობები;

2.2 მომხმარებელი იღებს ვალდებულებას საიტის ბაზაში პერიოდულად გაანახლოს ინფორმაცია მის კომპანიაში მიმდინარე ცვლილებების შესაბამისად.

2.3 მომხმარებელი ვალდებულია საიტზე განათავსოს უტყუარი ინფორმაცია და განთავსებული ინფორმაცია შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ წესებს

 2.4 მომხმარებელი ვალდებულია ვებ-გვერდზე ჰქონდეს მხოლოდ ერთი ანგარიში და არ გამოიყენოს რამდენიმე სხვადასხვა მომხმარებლის სახელი.

2.5 მომხმარებელი ვალდებულია სრულყოფილად შეავსოს ყველა ის ველი, რომელიც მოცემული აქვს ვებ-გვერდის მფლობელს (ადმინისტრაციას);

2.6 რეგისტრირებული მომხმარებელი ვალდებულია ვებ-გვერდზე არ განათავსოს არათემატური განცხადებები;

2.7 მომხმარებელი ვალდებულია განცხადების დამატებისას ინფორმაცია განათავსოს შესაბამის კატეგორიაში;

2.8 მომხმარებელი ვალდებულია არ განათავსოს ვებ-გვერდზე დუბლირებული განცხადებები.

3. ვებ-გვერდის მფლობელის (ადმინისტრაციის) უფლებები:

3.1 ვებ-გვერდის მფლობელს (ადმინისტრაციას) უფლება აქვს რეგისტრირებული მომხმარებლებისგან მოითხოვოს მოხმარების წესებისა და პირობების დაცვა;

3.2 მომხმარებლის მიერ წესების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას წესების დამრღვევ მოხმარებელს შეუზღუდოს ვებ-გვერდით სარგებლობის უფლება მანამ, სანამ მოხმარებელი არ უზრუნველყოფს არსებული ხარვეზის გამოსწორებას;

3.3 წესების დარღვევის აღმოჩენისთანავე ადმინისტრაცია ამის შესახებ ატყობინებს მომხმარებელს მის მიერ კომპანიის/მომხმარებლის შესახებ მონაცემებში მითითებული საკონტაქტო ტელეფონის ან/და ელ-ფოსტის საშუალებით, რის შემდეგაც მოხმარებელს დარღვევის გამოსასწორებლად ეძლევა არაუმეტეს 1 სამუშაო დღისა. აღნიშნულ ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში მფლობელი (ადმინისტრაცია) უფლებას იტოვებს წაშალოს განცხადება ან/და დაბლოკოს მომხმარებლის ანგარიში. რაც გულისხმობს, რომ მომხმარებლის მონაცემები აღარ გამოჩნდება ვებ-გვერდზე და ის ვეღარ შეძლებს ვებგვერდით სარგებლობას;

 3.4 საიტის მფლობელს (ადმინისტრაციას) უფლება აქვს წესების უხეში დარღვევის ან ერთი მომხმარებლის მიერ ერთი და იგივე წესის ორი ან მეტჯერ დარღვევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ წაშალოს განცხადება ან/და დაბლოკოს მომხმარებლის ანგარიში მისი წინასწარი გაფრთხილების გარეშე.

3.5 საიტის მფლობელს (ადმინისტრაციას)  უფლება აქვს წაშალოს ან/და დაბლოკოს მოხმარებლის ანგარიში თუ მისთვის ცნობილი გახდება დადასტურებული ინფორმაცია მომხმარებლის ისეთი არაკეთილსინდისიერი მოქმედებების შესახებ, როგორიცაა: საიტის მოხმარებლის მხრიდან მისი არსებული ან/და პოტენციური დამკვეთის  უფლებების უხეში დარღვევა, საიტის უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევა, ფინანსური მაქინაციები და სხვა.

4. ვებგვერდის ფასიანი სერვისების პირობები:

4.1 მომხმარებელს უფლება აქვს მისთვის სასურველი ვადით ისარგებლოს ვებგვერდზე ადმინისტრაციის მიერ დაწესებული უფასო სერვისებით და მისი სარეკლამო განცხადება განათავსოს მხოლოდ ‘უფასო განცხადებები“-ს ბლოკში;

4.2 მომხმარებელს უფლება აქვს მისთვის სასურველი ვადით ისარგებლოს ვებგვერდზე ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ფასიანი სერვისებით;

4.3 ფასიანი სერვისების შესახებ ინფორმაციას ადმინისტრაცია ათავსებს მომხმარებლის სამართავ პანელში და ის ხელმისაწვდომია ყველა რეგისტრირებული მოხმარებლისთვის;

4.4 სერვისების პირობების აღწერაში მითითებულ ინფორმაციას აქვს ანალოგიური იურიდიული ძალა, რაც წინამდებარე შეთანხმებაშია და მისი გათვალისწინება სავალდებულოა მომხმარებლებისთვის;

4.5 საიტის მფლობელს (ადმინისტრაციას)  აქვს უფლება შეცვალოს ფასიანი  სერვისების პირობები და ფასები მოხმარებელთან წინასწარი შეთანხმების გარეშე.

4.6 4.6 საიტის მფლობელს (ადმინისტრაციას)  აქვს უფლება წაშალოს ნებისმიერი განცხადება მისი საიტზე განთავსებიდან ერთი წლის თავზე.

5. თანხის დაბრუნების პოლიტიკა:

5.1 საიტზე სერვისების გამოსაყენებლად ჩარიცხული თანხის მომხმარებლისთვის უკან დაბრუნება საიტის მფლობელის (ადმინისტრაციის) მიერ ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ:

5.1.1 მომხმარებელს (ადმინისტრაციას) ჩარიცხული თანხა სრულად აქვს ბალანსზე და თანხა (სრულად ან ნაწილობრივ) არ გამოუყენებია საიტის სერვისებით სარგებლობისთვის;

5.1.2 საიტის მფლობელმა (ადმინისტრაციამ) მისი მიზეზით გამოწვეული პრობლემების გამო ვერ უზრუნველყო იმ სერვისის/მომსახურების გაწევა, რაც შეიძინა მომხმარებელმა საიტზე ჩარიცხული თანხით;

5.2 თანხის დაბრუნება ხდება მომხმარებლის მიერ ელ-ფოსტაზე მფლობელისათვის (ადმინისტრაციისთვის) წერილობითი მიმართვის საფუძველზე;

5.3 თანხის დაბრუნება ხდება სრულად მომხმარებლის იმავე ანგარიშზე, საიდანაც მოხდა თანხის ჩარიცხვა;

5.4 თანხის დაბრუნება ხდება წერილობითი მიმართვის მიღებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო კვირაში.

6. საიტის ვიზიტორების მხრიდან მომხმარებლის შეფასება/კომენტარი:

6.1 საიტის მოხმარების წესებზე თანხმობით მომხმარებელი აცხადებს თანხმობას საიტის ვიზიტორების მხრიდან მისი საქმიანობის შეფასებაზე/კომენტირებაზეც;

6.2 ადმინისტრაციას უფლება აქვს ვიზიტორების მიერ გაკეთებული შეფასებები/კომენტარები გამოაქვეყნოს საიტზე მოდერაციის გავლის შემდეგ ან მოდერაციის გარეშე;

6.3 მოხმარებელს უფლება აქვს ადმინისტრაციისგან მოითხოვოს შეფასების/კომენატრის წაშლა იმ შემთხვევაში თუ შეფასება/კომენტარი შეიცავს შეურაცხმყოფელ ინფორმაციას, არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ წესებს ან მომხარებელი თვლის, რომ შეფასება შეიცავს ცრუ ინფორმაციას (მაგ: არ ჰქონია კავშირი მომხმარებელთან, არ უსარგებლია მისი სერვისით და სხვა);

6.4 ადმინისტრაცია მომხარებლის მიერ გასაჩივრებულ შეფასებაზე/კომენტარზე გადაწყვეტილებას იღებს ინდივიდუალურად, კონკრეტული შემთხვევის განხილვის შემდეგ:

7. წვდომა კომპანიის მონაცემების ხილვადობაზე:

7.1 საიტის მონაცემთა ბაზაში არსებული მომხმარებლების საკონტაქტო ინფორმაცია, აღწერა, ფოტო გალერეა, სერვისები, პროდუქცია, ფასები, ხელმისაწვდომია საიტის ნებისმიერი მომხმარებლისათვის.

8. ცვლილებები სამომხმარებლო შეთანხმებაში:

8.1 ადმინისტრაციას უფლება აქვს საიტის სამოხმარებლო შეთანხმებაში ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები საკუთარი ინიციატივით ან/და საქართველოს კანონმდებლობაში შესული ცვლილებების მიხედვით.

9. რეგისტრაციის წესები

9.1 მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს რეალური მონაცემები  საკონტაქტო მობილური ტელეფონის ნომერი, სახელი, გვარი, ელექტონული ფოსტის მისამართი  და მისამართი.

9.2 რეგისტრაციის დროს აკრძალულია სხვა პიროვნების მონაცემების მითითება.

9.3 მომხმარებლის სახელი უნდა იყოს მის მფლობელობაში არსებილი ელექტონული ფოსტის მისამართი, ხოლო პაროლი უნდა შეიცავდეს ლათინურ სიმბოლოებს (A-Z), ციფრებს (0-9) და სხვა სიმბოლოებს იმ შეზღუდვებით და პირობებით, რასაც საიტი ტექნიკურად მოითხოვს მომხარებლისგან.